Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 14 ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელების უფლება. 1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებიდან 24 საათში მიმართოს მას შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების გადაუდებლად დაწყება. |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 14 2. ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ იგი არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს. 3. უფლებამოსილი ორგანო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური სახით სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადასცემს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილი ორგანოსგან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია ელექტრონული ეგზემპლარის სახით. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ზედამხედველი მოსამართლე უზრუნველყოფს მის დადგენილი წესით განადგურებას. |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 14 4. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ანადგურებს ამ კანონის 143 მუხლით დადგენილი წესით, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში. 5. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონულ ეგზემპლარს დაუყოვნებლივ აწვდის ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 14 მუხლი 14-1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება 1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ან ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება დადგენილი წესით წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას. 2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება ხორციელდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით დადგენილი ვადით და წყდება მისი გასვლისთანავე. 3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტი, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი, ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების რეკვიზიტები. |