Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 13 ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები. ლიცენზიის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) (ამოღებულია); დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. |