Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 78 სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვა. სამხედრო სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი; ბ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურები; გ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი; ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ვ) პირი, რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ზ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. |