FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

article  18

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი.
1. პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ამ სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლამდე.
11. პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დათხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.
2. პირი, რომელიც ჩაირიცხა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, შეიძლება გაწვეულ იქნეს არასაბრძოლო მიზნებისთვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს.
3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის აღრიცხვას, გაწვევას, გამოძახებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი საბრძოლო მომზადების გავლას არ ექვემდებარება.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

article  18

4. ამ კანონის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნით, აგრეთვე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.