Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 12051 მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება. 1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად. 3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ: ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს; ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე; გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 12051 5. მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება-მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით. |