FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

article  3

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები.
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახელას ხეობის ტერიტორიის ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიას ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტი.
3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
    ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
    ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

article  3

გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
    დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
    ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით;
    ვ) არსებულ დაცულ ტერიტორიებს (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებს) შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციის შესრულება.
5. ამ კანონით გათვალისწინებული მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.