FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  18

გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
    ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა;
    ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  18

ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი. ბ-1) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;
    დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;
    ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  18

ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში;
    ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, ხოლო „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 25  ნოემბრის  საოქმო ჩანაწერი   №3/9/682  – ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება №3/4/682 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.