FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  121

6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. შეხვედრების გამართვის გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი შეხვედრის გამართვამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.
9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეები მოსაზრებებს წარადგენენ ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმსა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  121

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.
1. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და მათი განხილვის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  121

10. შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული შეხვედრის გამართვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი – საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.