Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იურიდიული დახმარების შესახებ article 26 კანონის ამოქმედება. 1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ნაწილში – გამოქვეყნებისთანავე. 2 -1. ეს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის (გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისა) ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. 3. ეს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევებში ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 26 4. ეს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემთხვევისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2700 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №777 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. |