FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

საქართველოს ვიზის კატეგორიები.
1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
    ა) დიპლომატიური (A კატეგორია);
    ბ) სპეციალური (B კატეგორია);
    გ) ორდინალური (C კატეგორია);
    დ) საიმიგრაციო (D კატეგორია);
    ე) ტრანზიტული (T კატეგორია).
2. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3. საქართველოს ვიზა გაიცემა:
    ა) დიპლომატიური ვიზა: ა.ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე; ა.ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე; ა.გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე და მათი ოჯახის წევრებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე;
    ბ) სპეციალური ვიზა: ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე, აგრეთვე აღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებზე და სხვა თანმხლებ პირებზე; ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის დიპლომატიური ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე და მათი ოჯახის წევრებზე; ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
    გ) ორდინალური ვიზა: გ.ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე; გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე; გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
    დ) საიმიგრაციო ვიზა: დ.ა) D1 კატეგორიის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისთვის და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შემოდის; კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

დ.ბ) D2 კატეგორიის – სამეცნიერო, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სტაჟირების გასავლელად ან მოხალისედ მოემგზავრებიან; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე; დ.დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  7

ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში.
4. A1 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირები ვიზის მოქმედების პერიოდში საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.