FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  148

წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება.
1. ენერგეტიკული საწარმო, მიუხედავად მისი მესაკუთრეობისა ან სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში.
2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელსაც არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათავო ოფისში და მოთხოვნის შემთხვევაში მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და შესაბამის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მესაკუთრე დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ვალდებული არიან შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის იქონიონ განცალკევებული ანგარიშები. ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია ენერგეტიკული და შესაბამის შემთხვევებში არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  148

5. ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი სხვა საკითხებთან ერთად ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესრულებას.
7. ამ მუხლის მოქმედება შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზე, მათ შორის, წყალმომარაგების ლიცენზიატზე.