Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 12 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა. 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრობიდან გასვლა; ბ) წევრის გარიცხვა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს; ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. |