Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 13 მოსამართლის ბრძანება. 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, ბრძანებით გასცეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვა, თუ არსებობს შესაბამისი ობიექტური საფუძველი და შესრულებულია ამ კანონის მე-10 და მე-12 მუხლების მოთხოვნები. 2. მოსამართლე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება: ა) გასცემს ბრძანებას ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად. 4. ამ მუხლის მიხედვით გაცემული ბრძანებით ნებადართულია ელექტრონული თვალთვალი იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა. |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 13 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება შეიძლება მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე წესით და საფუძვლით, რაც დადგენილია თავდაპირველი ბრძანებისათვის, თითოეულ ჯერზე არა უმეტეს 12 თვისა. 6. ზედამხედველი მოსამართლე, რომელიც გასცემს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ბრძანებას, ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ღონისძიების აღსრულების პროცესს. 7. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების (შუამდგომლობა, ბრძანება და სხვა) მიმართ მოქმედებს საიდუმლოების დაცვის რეჟიმი. 8. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; ბ) განკარგულება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; გ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 13 დ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ მონაცემები (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა); ე) მკაფიოდ იდენტიფიცირებადი მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში; ვ) ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღები და დრო; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანების განხორციელების ადგილი; თ) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს; ი) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს მოპოვებული ინფორმაცია; კ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება; ლ) ღონისძიების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები. 9. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს). |