FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  6

მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი წერილობითი მიმართვის მიღებამდე ამ ლიცენზიის მაძიებელთან შესაბამისი კონსულტაციები გამართოს.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  6

6. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გასცეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია და მიკრობანკს კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები გარკვეული სახის ნებადართული საქმიანობის განხორციელებაზე.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  6

4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას. თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით დასტურს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადას.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  6

5. საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. მისი განხილვის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა არის ვადის დინების განახლების საფუძველი, ხოლო მისი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას, ხოლო თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებს − დასაბუთებულ უარს.