Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 15 წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში. 1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო წახალისებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესები − საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებების განხორციელება. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) გაფრთხილება ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება; ბ) შრომის ანაზღაურების (ხელფასის) 50 პროცენტამდე დაქვითვა ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება. |