Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 1509 კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან: ა) სახელმწიფო; ბ) მუნიციპალიტეტი; გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად; ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა); ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია; ზ) ამ კოდექსის 1509-1 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები. 2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967); გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დ) კომანდიტური საზოგადოება; ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ვ) სააქციო საზოგადოება; ზ) კოოპერატივი. |