FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  37

სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ:
    ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით;
    ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო;
    გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას;
    დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.