Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 57 მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურეთა მომზადება ან/და გადამზადება განახორციელოს ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 57 2. მეხანძრე-მაშველი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე დანიშვნამდე ან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, გარდა იმ პირისა, რომელსაც გავლილი აქვს სახანძრო ან/და სამაშველო მიმართულების რომელიმე სპეციალური მომზადების კურსი ან პროფესიული პროგრამა ან/და რომელიც მუშაობდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფში და ამ კურსის ან პროგრამის გავლიდან ან სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტიდან 5 წელზე მეტი არ გასულა. ამ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საკითხს წყვეტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია განახორციელოს მეხანძრე-მაშველთა პერიოდული გადამზადება წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს იმ მოსამსახურეთა მომზადება და გადამზადება, რომელთა ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 57 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე ის მოსამსახურე, რომლის ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს, სასწავლებლად მიავლინოს სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მეხანძრე-მაშველს/მოსამსახურეს შორის იდება შეთანხმება. 6. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |