FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  182

აქციზის გადამხდელი.
1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
    ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;
    ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში;
    გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს;
    დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას; დ-1 (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);
    ე) (ამოღებულია - 22.06.2016, №5445);
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  182

აქციზის გადამხდელი. .
    ვ) ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას;
    ზ) ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.
2. დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  182

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი, თუ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას ამ კოდექსის 190-1 მუხლის შესაბამისად.
5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი.