Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 39 წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე. 1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. |
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 39 წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე. . 2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით. 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიის მქონე წყლის ობიექტების პერსპექტიული ქსელის შექმნის მიზნით განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბაზაზე ყალიბდება წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდი. 4. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება „წყლის შესახებ “ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით დადგენილი მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე. |
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 39 წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე. . . 5. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის საზღვრები დგინდება „წყლის შესახებ “ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე. |