Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 16 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა, დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და საჭიროა მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების გადამოწმება – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებული იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. პირადობის მოწმობის მისაღებად ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . |