FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  204

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის დანიშვნა.
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში მას თანამდებობაზე ნიშნავს სააქციო საზოგადოების საერთო კრება, ხელახლა დანიშვნის უფლებით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პირის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირად დანიშვნის შემდეგ სააქციო საზოგადოება მასთან ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დებს სასამსახურო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ვადას. სასამსახურო ხელშეკრულებას სააქციო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრების თავმჯდომარე.
მეწარმეთა შესახებ

article  204

3. თუ ჭიანურდება სააქციო საზოგადოების იმ ხელმძღვანელი პირის დანიშვნა, რომლის გარეშეც სააქციო საზოგადოება თავის საქმიანობას ვერ ახორციელებს, ხელმძღვანელი პირი აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, თავისი საქმიანობისთვის სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს გასამრჯელო და გონივრულ ფარგლებში ფულადი დანახარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირისა და სააქციო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს აღნიშნული გასამრჯელოს და ასანაზღაურებელი ფინანსური დანახარჯების ოდენობები.
4. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლებამოსილება უწყდება იმ მომენტიდან, როდესაც ახალ ხელმძღვანელ პირს დანიშნავს სამეთვალყურეო  საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრება.