Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 27 საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები. 1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 27 დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც: ე.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად; ე.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 27 თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში); კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა. 2. პირებს, რომლებსაც არ აქვთ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „საფონდო ბირჟა“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს. |