Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ზოგადი განათლების შესახებ article 39 სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი. 1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით აირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი. 2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას. 4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან. |