FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია რეგულარულად, გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით ანაწილებს თავისი საქმიანობიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს იმ უფლების მფლობელებზე, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს  განცალკევებული  ანგარიშები:
    ა) უფლების მართვასთან დაკავშირებული ჰონორარისთვის;
    ბ) საკუთარი ქონების მართვიდან ან კანონით ნებადართული სხვა საქმიანობიდან წარმოშობილი შემოსავლისთვის;
    გ) ჰონორარისთვის, რომელიც ვერ განაწილდა უფლების მფლობელებზე მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან/და მიკვლევის შეუძლებლობის გამო.
3. ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები განსაზღვრული უნდა იყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰონორარის პროპორციული, არადისკრიმინაციული, სათანადო და სამართლიანი განაწილება, აგრეთვე არ რჩებოდეს აღნიშნული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელების  შესაძლებლობა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია შეგროვებული ჰონორარი უფლების მფლობელებს გადაუხადოს იმ ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა, რომელშიც შეგროვდა ჰონორარები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს კონკრეტულად მოსარგებლეების ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზი, საჭიროა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მფლობელებთან დააზუსტოს  ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ ინფორმაცია ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც დადგენილი ვადის დაცვა ვერ ხერხდება.
5. თუ უფლების მფლობელების იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან მათი მიკვლევის შეუძლებლობის გამო უფლების მფლობელებისთვის ჰონორარის გადახდა ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ ვადიდან გამონაკლისი არ გამოიყენება და შეგროვებული თანხები ინახება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ცალკე ანგარიშზე.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა უფლების მფლობელების იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა ეს ორგანიზაცია თავისი ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას იმ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ, რომლის ერთი ან ერთზე მეტი უფლების მფლობელი იდენტიფიცირებული არ არის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    ა) ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახელწოდებას (სათაურს);
    ბ) უფლების მფლობელის სახელს ან სახელწოდებას;
    გ) შესაბამისი გამომცემლის ან დამამზადებლის სახელს;
    დ) მოსარგებლეების კატეგორიის შესახებ, კერძოდ, რომელ კატეგორიაში მოხდა ამ ნაწარმოების ან/და კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება;
    ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებას ან მიკვლევას.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებასთან ერთად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია აგრეთვე ამოწმებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ხელმისაწვდომ ჩანაწერებს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

9. ჰონორარს, რომელიც ვერ განაწილდა იმ ფინანსური წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც იგი შეგროვდა, ენიჭება გაუნაწილებელი ჰონორარის სტატუსი.
10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი სრულად უნდა გაუნაწილოს უფლების მფლობელებს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე წევრებს აცნობოს გაუნაწილებელი ჰონორარის, მათ შორის, მისი ოდენობისა და წარმომავლობის, შესახებ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება ამ კანონის 66-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ, უფლების მფლობელების მიერ ამ თანხების ანაზღაურების უფლების მოთხოვნის ხელყოფის გარეშე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ამავე ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგენილ იქნეს გაუნაწილებელი ჰონორარის განკარგვის ზოგადი წესი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

12. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუნაწილებელი ჰონორარიდან თანხები გადარიცხოს ამავე ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებში. ამ ფონდებში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს და ყოველწლიურად უნდა გამოქვეყნდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე.
13. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების  პროპორციულად.
14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელებს ჰონორარის გადახდასთან ერთად წარუდგინოს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს  მათი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  662

15. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განკარგოს ის ჰონორარი, რომელიც განაწილებული/მოთხოვნილი არ იქნა 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ ფინანსური წლის დასრულებიდან, რომელშიც  ეს ჰონორარი შეგროვდა. აღნიშნული ჰონორარი შეიძლება მიემატოს უფლების მფლობელებისთვის გასანაწილებელი ჰონორარის ოდენობას ან გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ სარგებელი მოუტანოს უფლების მფლობელებს, მათ შორის, გადაირიცხოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ფონდებში. ჰონორარის განკარგვის შესაბამისი ფორმის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.