Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 8 რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების დადგენა. 1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ირგვლივ დგინდება დაცვითი ზონები, რომელთა საზღვრები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების საზღვრები განისაზღვრება ამ ობიექტებით გამოწვეული დასხივების დონეების, რადიოაქტიური ნივთიერებების გარშემო გაშვების/ჩაშვების რაოდენობისა და ფართობის გათვალისწინებით. 3. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვით ზონებში დაუშვებელია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება და ნებისმიერი ობიექტის განთავსება, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება შესაბამისი ობიექტების ფუნქციონირებას. |