FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აკვაკულტურის შესახებ

article  8

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი.
1. აკვაკულტურის ნებართვას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს  ეროვნული  სააგენტო  (შემდგომ −  სააგენტო)  ამ  კანონითა  და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა დაინტერესებული პირის − ნებართვის მაძიებლის წერილობითი განაცხადის (დასაბუთებული მოთხოვნის) საფუძველზე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენისა და სანებართვო პირობების შესრულების შემთხვევაში.
21. თუ აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან/დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.
აკვაკულტურის შესახებ

article  8

3. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადი მისი სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება ყველა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ განაცხადში მითითებულ პირობებსა და შესაბამის ქონებაზე სხვა უფლებების (მათ შორის, იჯარის უფლების) მოპოვებასთან დაკავშირებით.
4. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსაზრებების წარდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტო ამ განაცხადს წინასწარ შეისწავლის და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე განმცხადებელს წარუდგენს იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც სააგენტო გასცემს აკვაკულტურის ნებართვას. ერთსა და იმავე წყლის ობიექტთან/მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ერთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში პირველი განაცხადის განხილვის დასრულებამდე სხვა განაცხადების განხილვა გადაიდება. პირველი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სხვა განაცხადები რიგითობის მიხედვით განიხილება.
აკვაკულტურის შესახებ

article  8

5.  საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, აგრეთვე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, როდესაც ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადსა და დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.
6. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ან აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ, შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე, აკვაკულტურის ნებართვის ამ ვადაში გაცემა შეუძლებელია, ვადა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გრძელდება.
7. ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა და ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.