FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  241

2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი.
1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 3 პარლამენტის წევრს შეუძლია ამ რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი), თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების 1 პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.
2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 3-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  241

3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  241

4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის, ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა, და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 6-ზე მეტი პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლებია − 1 მოადგილე.
5. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  241

6. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
7. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.