FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  56

გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა.
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიასთან კოორდინირებით ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნას და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობას.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების) მუშაობაში, ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც (რომლებიც) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  56

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართ, აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას.