Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 5 საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს და მის მიერ უფლებამოსილ პირს. |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 5 11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებებად გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში. პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. აღნიშნული პირის ვინაობის განსაიდუმლოება შეიძლება მოხდეს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 5 2. იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის. 4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №924– ვებგვერდი, 03.07.2025წ. |