FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  20

1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა ან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის იმავე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. 1-1 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი ხარვეზის არსებობას), რომლისთვისაც ეს პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 1-1 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი ხარვეზის არსებობას), რომლისთვისაც ეს პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  20

1-6 მუხლით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. 2-1 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას .
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  20

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაცია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს.
5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  20

6. თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.
7. ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.