FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  23

წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედება.
1. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას, თუ:
    ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული გადაწყვეტილება;
    ბ) შეიცვალა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა და ეს ცვლილება აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელს ეხება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება უქმდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან.
3. საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას, თუ:
    ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული გადაწყვეტილება;
    ბ) იგი აღარ შეესაბამება „წარმოშობის წესების შესახებ“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებას წყვეტს იმავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან.
5. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  23

6. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიუხედავად, წინასწარი გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ იგი გამოცემულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
7. წინასწარი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ცხადდება ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, არ შეიძლება წინასწარი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.
8. დაუშვებელია წინასწარ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.
9. საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება:
    ა) თუ იგი, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომ − სეს ესნ) შესაბამისი ნორმის ინტერპრეტაციას. ამ შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;
    ბ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც იგი არ შეესაბამება სეს ესნ-ის შესაბამისი ნორმის ინტერპრეტაციას.
10. საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  23

ა) თუ იგი არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;
    ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.
11. ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 ნაწილების შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს სავალდებულო ხელშეკრულებისთვის, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეფუძნება და რომელიც დადებულია მისი მოქმედების შეწყვეტამდე ან მის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. ასეთი გადავადება არ ვრცელდება საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოცემულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადება არ უნდა აღემატებოდეს წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან 6 თვეს. იმ საქონლისთვის, რომლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას წარდგენილია საქონლის შემოტანასთან ან გატანასთან დაკავშირებული სერტიფიკატი, 6-თვიანი ვადა უნდა შეიცვალოს ამ სერტიფიკატის მოქმედების ვადით.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  23

13. იმისთვის, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელმა ისარგებლოს ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან ან ძალადაკარგულად გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიმართოს საბაჟო ორგანოს განაცხადით. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ საქონლის რაოდენობის შესახებ, რომლისთვისაც მოთხოვნილია ვადის გაგრძელება. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების თაობაზე და ეს აცნობოს წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელს დაყოვნების გარეშე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
14. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან და წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.