Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 38 სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის წესი. 1. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს პროკურატურას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს პროკურატურა სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. 3. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლიდან ამონაწერს, რომლითაც ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე ამონაწერებს საქმეზე მნიშვნელობის მქონე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან; დ) ბრალდებულის არსებობის შემთხვევაში – მის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 38 4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულებები. |