Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ article 4 კანონის მოქმედების სფერო. 1. ეს კანონი გამოიყენება: ა) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელსაც კონფლიქტის შედეგად არ შეეძლო ან არ შეუძლია თავის თავდაპირველ საცხოვრებელში დაბრუნება უსაფრთხოების ან ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის არარსებობის გამო; ბ) იმ შემდგომი მცხოვრების მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს თავდაპირველი მცხოვრების კუთვნილ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას; გ) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების ანდა საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით მიიღო სანაცვლო საცხოვრებელი ან/და ფულადი კომპენსაცია, თუ თავდაპირველი საცხოვრებლის ღირებულება აღემატება მიღებულ სანაცვლო საცხოვრებელს ან/და ფულად კომპენსაციას. 2. ამ კანონით აღიარებულია იძულებით გადაადგილებული პირის უფლება, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიაში განსახილველად წარადგინოს 1983 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ამ პირის ბინადრობის უფლების დაკარგვა საცხოვრებელზე, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. |