Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 22 ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა); თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს; თ-1) (ამოღებულია - 22.12.2022, №2475); ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი: ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება. 1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს; გ -1) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს; ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა); ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს; ვ -1) (ამოღებულია - 28.06.2021, №703); |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 22 ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. |