Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 43 ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები. 1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია: ა) ისარგებლოს ტყით, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე; ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა; გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები და მუდმივი შენობა-ნაგებობები; დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით; ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვასა და განხორციელებაში; ვ) ფლობდეს მხოლოდ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით მოპოვებულ ტყის რესურსებს, ისარგებლოს ამ რესურსებით და განკარგოს ისინი. 2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია: ა) გაეცნოს ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესებს და დაიცვას ისინი; |
საქართველოს ტყის კოდექსი article 43 ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით; გ) სამუშაოები შეასრულოს ისეთი ფორმით, მეთოდითა და საშუალებით, რომლებიც არ გამოიწვევს ტყის ნიადაგის ეროზიას, აგრეთვე შეზღუდავს ან გამორიცხავს გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე ტყით სპეციალური სარგებლობის უარყოფით გავლენას; დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხანძრის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს; ე) დაიცვას ტყით სპეციალური სარგებლობის უსაფრთხოების წესები; ვ) დაიცვას ტყის სანიტარიული დაცვის წესები; ზ) შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონოდ განხორციელებული ტყით სპეციალური სარგებლობის ფაქტების შესახებ; თ) სრულად შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები. |