Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 149 ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა. 1. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის წარმოება სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს. 4. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას ამტკიცებს კომისია. |