FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  20

მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები.
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
    ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
    ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
    გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;
    დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა;
    ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:
    ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია მისი ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
    ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა სამსახურის რეპუტაცია ან ზიანი მიადგა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
    გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამსახურს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა;
პენიტენციური კოდექსი

article  20

დ) ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურის მიერ ჩადენილი ახალი დისციპლინური გადაცდომა;
    ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები:
    ა) შენიშვნა;
    ბ) გაფრთხილება;
    გ) საყვედური;
    დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
    ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
    ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
    ზ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;
    თ) ჩამოქვეითება;
    ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.
5. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
6. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
7. სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
პენიტენციური კოდექსი

article  20

8. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტი გავიდა.
9. მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, ჩადენის გარემოებები, აგრეთვე მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
10. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
11. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
12. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა პირმა. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ასევე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
13. მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი.