FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  9

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით.
1. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.
3. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით.