Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 131 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები. 1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად. 2. მეპაიეს უფლება აქვს, პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი შენატანი. 3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას ეს კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის მეპაიის მიერ დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას, აგრეთვე ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ ქონების ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახით შეტანისას აღნიშნული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.“ |