Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 31 აღწერის ჩატარების თარიღი, აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები. 1. აღწერის ჩატარების თარიღი დგინდება კონკრეტული აღწერისთვის, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა. 2. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია). 3. აღწერა ტარდება აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. 4. აღწერის პროგრამა მოიცავს ინფორმაციას აღწერის ჩატარების მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების, შესაბამისი ბიუჯეტის, საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალის, მათი შესრულების ვადებისა და ამ სამუშაოთა შემსრულებლების შესახებ. 5. კომისია განიხილავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილ აღწერის მეთოდოლოგიასა და კითხვარებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 31 6. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 7. კომისიის საქმიანობა და მისი განხორციელების წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. კომისია თავის საქმიანობას ასრულებს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. 9. აღწერის მომზადებისა და ჩატარების, აღწერის შედეგად მოპოვებული მასალის დამუშავებისა და აღწერის შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა საქსტატს ეკისრება. 10. აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო აღწერის საბოლოო შედეგები – აღწერის ჩატარების თარიღიდან არაუგვიანეს 18 თვისა. 11. მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული სახით არსებული ინფორმაცია – განუსაზღვრელი ვადით. |