Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ article 11 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანულ ი კანონის ძალაში შესვლისთანავე. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას და იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. 8. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. 9. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. 10. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა, რომლის მომზადება და მიღება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა და უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე არანორმატიული. არანორმატიულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ის დადგენილება, რომელიც საკადრო, ინდივიდუალურ, პროცედურულ ან პერსონალურ საკითხებს ეხება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ article 11 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ. -- p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoChpDefault { font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoPapDefault { margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in; } div.WordSection1 {page:WordSection1;} -- -- p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoChpDefault { font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoPapDefault { margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in; } div.WordSection1 {page:WordSection1;} -- |