FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  43

წლიური გეგმა.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და წარდგენის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის განხორციელება, თუ ეს წლიურ გეგმაში მითითებული არ არის, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომლებიც წლიურ გეგმაში უნდა აისახოს.
2. წლიური გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
    ა) საჯარო შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
    ბ) შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება;
    გ) მსგავსი საჯარო შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
    დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, სამუშაო, მომსახურება) განსაზღვრა;
    ე) პოტენციური ეკონომიკური ოპერატორების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები შესყიდვის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგები;
    ვ) გამოსაყენებელი საჯარო შესყიდვის პროცედურები და მათი განხორციელების სავარაუდო ვადები;
    ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა, არსებული მარაგების გათვალისწინებით;
    თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  43

ი) საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით;
    კ) გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისთვის;
    ლ) დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
    მ) საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია მომდევნო წლის დამტკიცებულ წლიურ გეგმას არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო წლისთვის/წლებისთვის აუცილებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე საჯარო შესყიდვების ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით განმახორციელებელი ორგანიზაციის წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ გეგმის წარდგენის მომენტისთვის სათანადო წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  43

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად საჭირო გახდება სააგენტოსთვის წარდგენილი წლიური გეგმის მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო შესყიდვების ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით განმახორციელებელმა ორგანიზაციამ აღნიშნული ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით სათანადო ცვლილება უნდა შეიტანოს წლიურ გეგმაში და ეს გეგმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს.
6. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან დამატებით დაფინანსებას იღებს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით, წლიური გეგმა მტკიცდება და სააგენტოს წარედგინება ამ კანონის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის შექმნის (დაფუძნების) ან მის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს ბოლო დღისა.
7. დასაშვებია წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანისას დაიცვას წლიური გეგმის დამტკიცებისთვის დადგენილი წესები და შეცვლილი წლიური გეგმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს. წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანა უნდა დასაბუთდეს.