Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 17 არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა. 1. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ამ სამსახურიდან ვადამდე იქნეს დათხოვნილი იმ მიზეზით, რომლითაც, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, ვადამდე დაითხოვება პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან. 2. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, შეიძლება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. 3. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება. 4. პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. |