FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  60

კანდიდატთა რაოდენობის შემცირება.
1. შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება შეამციროს იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მოწვეული იქნებიან წინადადებების წარსადგენად ან დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად, იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლები არ იქნება.
2. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით უნდა დაადგინოს ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც იგი მოიწვევს კანდიდატებს, და განსაზღვროს მოსაწვევი კანდიდატების მინიმალური რაოდენობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მაქსიმალური რაოდენობა. კანდიდატთა რაოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი კონკურენცია. მათი რაოდენობის განსაზღვრისას შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციას.
3. შეზღუდულ პროცედურაში კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5, ხოლო წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში – 3.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  60

4. შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებების წარსადგენად ან დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სულ მცირე მინიმალური რაოდენობის კანდიდატებს. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოიწვიოს სხვა კანდიდატები, რომლებიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია იმავე საჯარო შესყიდვაში მოიწვიოს ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც განაცხადი არ წარუდგენია ან/და რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების ეტაპობრივად შემცირების უფლებით, ეს უფლება შესყიდვის პირობებით დადგენილი წესებით უნდა განხორციელდეს. პრეტენდენტებისა და შეთავაზებული გადაწყვეტის გზების რაოდენობა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად საკმარისი უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციას.