Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 40 1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით. 2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები. 3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით. 4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II-1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება. |
საზღვაო კოდექსი article 40 6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II-1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ, დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას. |