Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ article 8 აკრძალვები. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იკრძალება: ა) საძოვრების ნიადაგების რღვევა-დაზიანება და ნაყოფიერების დაცემა ნახირისა და ფარის უწესრიგო ძოვებით; ბ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გაკაფვა, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება; გ) იმ სასუქების, მელიორანტების, აგრომადნეულების, პესტიციდებისა და ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ყველა სხვა საშუალების ქვეყანაში შემოტანა და გამოყენება, რომელიც არ არის ნებადართული, რეგისტრირებული და გამოცდილი საქართველოში, ასევე მათი გამოყენება ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუმოწმებლად, რეკომენდაციების გარეშე და რეგლამენტების დარღვევით; დ) ნიადაგების დაბინძურება რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებით, ტოქსიკური ელემენტებითა და სხვა ნივთიერებებით; ე) მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩამოწერა, სარწყავი მიწების ურწყავთა კატეგორიაში გადაყვანა და მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე; ვ) ირიგაციის, დრენაჟის, ნაპირგამაგრებების, აგრეთვე ეროზიის, ღვარცოფისა და მეწყერსაწინააღმდეგო და სხვა ნაგებობათა ჩამოწერა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე; |
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ article 8 ზ) ყოველგვარი მოქმ ედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგების თვისებებს, შექმნის გაუდაბნოების, დაჭაობების, დამლაშების, გაბიცობების, გამჟავიანებისა და სხვა უარყოფითი პროცესების დაწყების პირობებს. |