Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 7 პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები. 1. საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. 2. სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 7 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები მოიცავს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის, საერთაშორისო განაცხადისა (PCT) და საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შედგენას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტისთვის დუბლიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, დამცავი დოკუმენტების მისაღებად და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ძალის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქმედებების განხორციელებას, შესაბამისი უფლებების გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის შედგენას და უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელებას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 7 4. პატენტრწმუნებული პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების ან/და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 5. პატენტრწმუნებული საქპატენტში წარმომადგენლობის განხორციელებისას ვალდებულია წარადგინოს განმცხადებლის ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. |