Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 155 ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა. 1. სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოს მუშაკის მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 4. ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. |