Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები. 1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან. 3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ მიღებულ ინტერპრეტაციებს. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 4. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs). 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ამ სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. 6. მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს სამსახური. ამ სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 61. რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs). 7. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების მიზნით სუბიექტები იყოფა ზომითი კატეგორიების მიხედვით. სუბიექტების ზომითი კატეგორიების მიხედვით დაყოფა რეგულირდება ამ კანონით. 8. სუბიექტები ვალდებული არიან, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ შემდეგი წესით: ა) სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ბ) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით წარმოების ვალდებულება, რომელიც ამ კანონით დამოკიდებულია სუბიექტის ზომით კატეგორიაზე, არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სტანდარტების გამოყენების წესს, თუ ეს წესი არ ითხოვს სუბიექტის ზომითი კატეგორიისათვის დადგენილ ანგარიშგების სტანდარტებზე დაბალი რანგის ანგარიშგების სტანდარტების გამოყენებას. 10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 11. თუ სუბიექტი/ჯგუფი 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს, საწარმოს/ჯგუფის ზომითი კატეგორია შეიცვლება და გამოიყენება შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილი მოთხოვნები. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ ეხება იმ საწარმოს/ჯგუფს, რომლის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით ორი ან მეტი კატეგორიით გაიზარდა. 13. თუ სუბიექტის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ სუბიექტს განზრახული აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა სტანდარტის გამოყენება, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტი. 14. ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდაციის წესით გამოანგარიშებული აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 3 15. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების ჯგუფების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორიების კრიტერიუმები და ამ კატეგორიებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე, ეს კრიტერიუმები ფასდება მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, კონსოლიდირებული მონაცემების გათვალისწინებით. 16. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს სდპ-ის სტატუსს ანიჭებს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო. 17. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა) შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ სდპ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სდპ-ად არ ითვლება, თუ ეს სუბიექტი აკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი სდპ-ად ითვლება მისთვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებიდან სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. |